ჩვენს შესახებ

სტამბა ``გამომცემლობა გრიფონი``

green-logo

თანამედროვე ცხოვრებაში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდბით ნაბეჭდ პროდუქციას. სარეკლამო ბუკლეტები, წიგნები, გაზეთები, ფლაერები, ჟურნალები, ეტიკეტები, სავიზიტო ბარათები და სხვა მრავალი, რომლის დათვლაც თითქმის შეუძლებელია. ასე რომ მოთხოვნილება ნაბეჭდ პროდუქციაზე კერძოდ კი ტიპოგრაფიულ და პოლიგრაფიულ მომსახურებაზე ყოველ დღე იზრდება. ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის ნაბეჭდ პროდუქციაზე – სურათის და ტექსტის სიწმინდე, ფერების მდგრადობა, გარჩევადობა და სიკაშკაშეზე, ასევე ბეჭდვის შესაძლებლობა ნებისმიერ ფორმატზე და ბეჭდვის სიჩქარეზე. ყველა ამ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნაბეჭდი პროდუქცია იმის და მიუხედავად თუ რომელი ტექნოლოგიით მოხდება მისი დამზადება. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ტიპოგრაფიული კომპანია არსებობს მაგრამ, ყველას არ შეუძლია მოგაწოდოთ ხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქცია დაბალ ფასად და დროის მოკლე პერიოდში.

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” უკვე თორმეტი წელია მოღვაწეობს საქართველოს მაშტაბით და მიეკუთვნება ისეთ ტიპოგრაფიულ კომპანიებს რომელთა ნაბეჭდი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს.

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” გთავაზობთ ყველა სახის ტიპოგრაფიულ და პოლიგრაფიულ მომსახურებას. ჩვენ ვასრულებთ მიღებულ შეკვეთებს უმოკლეს დროში და ჩვენი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ხარისხის მაჩვენებლით. ამის მისაღწევად ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი პირობა: პროფესიონალი სპეციალისტები, თანამედროვე დანადგარები და საპოხი მასალა.

რა შეუძლია შემოგთავაზოთ გამომცემლობა გრიფონს? მაღალხარისხიანი სარეკლამო პროდუქციის დამზადება – ბროშურები, ფლაერები, ბუკლეტები, სარეკლამო პლაკატები და პოსტერები, სავიზიტო ბარათები, კალენდრები, სტიკერები, სახელმძღვანელოები, ტრიპლეტები, მაისურები, ჭიქები, მენიუები, მისალოცი ბარათები, სატიტულო ფურცელები, სერთიფიკატები,  წიგნები, გაზეთები და სხვა მრავალი რამ რაც შეიძლება თქვენ კომპანიას დაჭირდეს, ჩვენ დაგიმზადებთ.

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სახეობებს : ოფსეტური ბეჭდვა, ციფრული ბეჭდვა, ჭიქების ბრენდირება, მაისურების ბრენდირება, დიზაინის აწყობა, დაკაბადონება, საბეჭდი ფაილის მომზადება და ტექსტის აკრეფვა. 

ჩვენ გვენდობიან

ჩვენ ასევე გთავაზობთ ტიპოგრაფიული მომსახურების მთელ სპექტრს – დიზაინის შექმნა, დაკაბადონება, ტექსტის აკრეფვა და საბეჭდი ფაილების მომზადება. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სერვისებს და მომსახურებებს უფრო დაწვრილებით ჩვენი ვებ-გვერდის სპეციალურ განყოფილებებში. თუ თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ თუ რომელი პროდუქცია უმჯობესია თქვენი საქმიანობისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდის მეშვეობით და ჩვენი მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

check

მაღალი ხარისხი

clock

დათქმულ დროს

money

დაბალი ფასები

like

მრავალწლიანი გამოცდილება