დღესდღეობით ნაბეჭდი პროდუქცია წარმოადგენს მთავარ შემადგენელ ნაწილს თქვენს ბიზნესში და სარეკლამო საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ფლაერი, სავიზიტო ბარათი, კატალოგი, გაზეთი თუ ეტიკეტი. სწორედ რომ უმეტესობა ამ პროდუქციისა მზადდება ოფსეტური ბეჭდვის საშუალებით.
დაბეჭდილი პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბეჭდვის მეთოდი. ოფსეტური ბეჭდვა საშუალებას იძლევა დაბეჭდოთ დიდი რაოდენობის ტირაჟი უმოკლეს დროში, ამიტომაც ოფსეტურ ბეჭდვას გააჩნია დიდი წარმადობა, მაღალი ხარისხი, არის ძალიან ეკონომიური და გვაძლევს შესაძლებლობას დავბეჭდოთ თითქმის ყველა სახის ქაღალდზე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ რაც უფრო დიდია ტირაჟი თქვენ მით უფრო ნაკლები დაგიჯდებათ ერთი ცალი დაბეჭდილი პროდუქტი.