ჩვენს შესახებ

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” უკვე თორმეტი წელია მოღვაწეობს საქართველოს მაშტაბით და მიეკუთვნება ისეთ ტიპოგრაფიულ კომპანიებს რომელთა ნაბეჭდი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს.
სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” გთავაზობთ ყველა სახის ტიპოგრაფიულ და პოლიგრაფიულ მომსახურებას. ჩვენ ვასრულებთ მიღებულ შეკვეთებს უმოკლეს დროში და ჩვენი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ხარისხის მაჩვენებლით. ამის მისაღწევად ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი პირობა: პროფესიონალი სპეციალისტები, თანამედროვე დანადგარები და საპოხი მასალა.
check

მაღალი ხარისხი

clock

დათქმულ დროს

money

დაბალი ფასი

like

თორმეტწლიანი გამოცდილება

ჩვენი სერვისები

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სახეობებს : ოფსეტური ბეჭდვა, ციფრული ბეჭდვა, ჭიქების ბრენდირება, მაისურების ბრენდირება, დიზაინის აწყობა, დაკაბადონება, საბეჭდი ფაილის მომზადება და ტექსტის აკრეფვა.
რაც შეიძლება თქვენ კომპანიას დაჭირდეს, ჩვენ დაგიმზადებთ.

ოფსეტური ბეჭდვა

დღესდღეობით ნაბეჭდი პროდუქცია წარმოადგენს მთავარ შემადგენელ ნაწილს თქვენს ბიზნესში და სარეკლამო საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ფლაერი, სავიზიტო ბარათი, კატალოგი, გაზეთი თუ ეტიკეტი. სწორედ რომ უმეტესობა ამ პროდუქციისა მზადდება ოფსეტური ბეჭდვის საშუალებით.
დაბეჭდილი პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბეჭდვის მეთოდი. ოფსეტური ბეჭდვა საშუალებას იძლევა დაბეჭდოთ დიდი რაოდენობის ტირაჟი უმოკლეს დროში.

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა - ეს არის გამოსავალი მათთვის ვისაც უმოკლეს დროში ესაჭიროება დაბეჭდილი მასალები მცირე რაოდენობით. ციფრული ბეჭდვით შესაძლებელია მცირე ტირაჟის სწრაფად და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რამოდენიმე საათში დაბეჭდვაც. ალბათ დაგვეთანხმებით რომ, ძალიან მოსახერხებელია, როდესაც დაუგეგმავ ღონისძიებაზე სწრაფად მოახდენთ თქვენთვის საჭირო სავიზიტო ბარათის ფლაერის ან თუნდაც ბროშურის დამზადებას.

მაისურების ბრენდირება

ჩვენ ასევე გთავაზობთ მაისურების ბრენდირებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის ბრენდირებულ მაისურებს. პირველი რასაც კლიენტები და მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ თქვენთან სტუმრობისას, ეს არის თქვენი თანამშრომელების ჩაცმულობა. ბრენდირებული ტანსაცმელი უმარტივესი მეთოდია გაზარდოთ თქვენი კომპანიის პოპულარობა და ცნობადობა თქვენი მომხმარებლების თვალში.

ჭიქების ბრენდირება

ბრენდირებული ჭიქები არის საუკეთესო ბიზნეს-სუვენირი და აგრეთვე სარეკლამო პროდუქტი თქვენი საქმიანობისთვის. ანაბეჭდისთვის განკუთვნილი დიდი ფართობი გაძლევთ შესაძლებლობას არამარტო ლოგო არამედ მთლიანად ჩაატიოთ თქვენი საქმიანობის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დეტალები. ჩვენ გთავაზობთ ჭიქებს სპეციალური ზედაპირით რომლებზეც შესაძლებელია დაიბეჭდოს თქვენთვის სასურველი დიზაინი სრული ფერების სპექტრით.

დიზაინი

გთავაზობთ ბროშურების, ფლაერების, ბუკლეტების, სავიზიტო ბარათების, კალენდრების, სტიკერების, სახელმძღვანელოების, ტრიპლეტების, მაისურების, ჭიქების, მისალოცი ბარათების, წიგნების, გაზეთების და სხვა სარეკლამო პროდუქციის დიზაინის დამზადებას. დიზაინის შექმნისას აუცილებელია მასში ასახული იყოს ის საქმიანობა და მიმართულება რითაც არის თქვენი კომპანია ბაზარზე დამკვიდრებული, ამიტომ დიზაინის შემქნისას მაქსიმალურად ვცდილობთ რომ, დიზაინი იყოს მარტივად აღქმადი და გადმოსცემდეს კომპანიის შინაარსს.

დაკაბადონება

სტამბა ``გამომცემლობა გრიფონი`` გთავაზობთ წიგნების, გაზეთების და ჟურნალების დაკაბადონებას. დაკაბადონება ეს არის წიგნის გაზეთის თუ ჟურნალის გვერდებზე ტექსტური და გრაფიკული მასალის დაკომპლექტება ისე რომ შეიქმნას საბოლოო პროდუქტის მაკეტი. დაკაბადონება არის ერთერთი აუცილებელი და არც თუ ისე მარტივი საფეხური ბეჭდვამდე და უმჯობესია თუ მას მივანდობთ გამოცდილ პროფესიონალებს. ჩვენ შეგისრულებთ ნებისმიერი ტიპის წიგნის, გაზეთის და ჟურნალის დაკაბადონებას მოკლე დროში.

საბეჭდი ფაილის მომზადება

წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, ფლაერების, სავიზიტო ბარათების, და სხვა პროდუქციის დაბეჭდვამდე აუცილებელია საბეჭდი ფაილის მომზადება. დაკაბადონების შემდეგ ეს არის აუცილებელი პროცედურა სანამ დავიწყებთ ბეჭდვას. საბეჭდი ფაილი მოიცავს ფერდაშლას, ჭრის ხაზების დაგეგმარებას და ფაილის მომზადებას სხვადასხვა ტიპის პრინტერებისთვის იქნება ეს ოფსეტური თუ ცუფრული. ჩვენ დაგიმზადებთ დასაბეჭდად გამზადებულ ფაილებს მაღალი ხარისხით და მოკლე დროში.

ტექსტის აკრეფვა

გთავაზობთ ტექსტის აკრეფვას, კორექტირებას და რედაქტირებას როგორც ხელნაწერიდან ასევე სურათიდან და წიგნიდან. ტექსტი იკრიფება ``ბრმა ბეჭდვის`` მეთოდით, რაც მაქსიმალურად ამცირებს აკრეფის ვადებს და გამორიცხავს შეცდომებს. ჩვენ გთავაზობთ ამ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოს შესრულებას უმოკლეს დროში.
გალერეა

დასრულებული პროექტები

გთავაზობთ ჩვენს მიერ დასრულებული პროექტების არასრულ სიას.

ინტერნეტ მაღაზია

შეიძინეთ მარტივად უკვე დასრულებული პროდუქცია ჩვენ ინტერნეტ მაღაზიაში.
ყველა
  • ყველა
  • ფასდაკლება
  • ყველაზე გაყიდვადი

ჰალკი – კერამიკის ჭიქა

16.00  15.00 

ჰალკი – მაისური

25.00 

აინშტაინი – მაისური

30.00 

აინშტაინი – კერამიკის ჭიქა

21.00  16.00 

ვაჟა ფშაველა – კერამიკის ჭიქა

16.00 

ვაჟა ფშაველა – მაისური

21.00  19.00 

ჩეგევარა – ჭიქა

15.00 

ჩეგევარა – კერამიკის ჭიქა

10.00 

ჩვენი პარტნიორები

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” თავისი თორმეტწლიანი მუშაობის მანძილზე მოემსახურა უამრავ სხვა კომპანიებს, რომლებთანაც დაიმკვიდრა სახელი როგორც მაღალი ხარისხის მომსახურებისა თუ პროდუქციის წარმომდგენმა კომპანიამ. ჩვენ ვემსახურებით უამრავ კომპანიას როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის ნაბეჭდი პროდუქციის მიწოდება.
ჩვენ გვენდობიან: