იტვირთება

Down arrow
menu open menu closed menucircle
გამომცემლობა გრიფონი გამომცემლობა გრიფონი გამომცემლობა გრიფონი

გამომცემლობა გრიფონი


ოფსეტური ბეჭდვა ოფსეტური ბეჭდვა ოფსეტური ბეჭდვა

01

ოფსეტური ბეჭდვა

დღესდღეობით ნაბეჭდი პროდუქცია წარმოადგენს მთავარ შემადგენელ ნაწილს თქვენს ბიზნესში და სარეკლამო საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ფლაერი, სავიზიტო ბარათი, კატალოგი, გაზეთი თუ ეტიკეტი.

სწორედ რომ უმეტესობა ამ პროდუქციისა მზადდება ოფსეტური ბეჭდვის საშუალებით. დაბეჭდილი პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბეჭდვის მეთოდი.

ოფსეტური ბეჭდვა საშუალებას იძლევა დაბეჭდოთ დიდი რაოდენობის ტირაჟი უმოკლეს დროში.


02

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა - ეს არის გამოსავალი მათთვის ვისაც უმოკლეს დროში ესაჭიროება დაბეჭდილი მასალები მცირე რაოდენობით.

ციფრული ბეჭდვით შესაძლებელია მცირე ტირაჟის სწრაფად და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რამოდენიმე საათში დაბეჭდვაც.

ალბათ დაგვეთანხმებით რომ, ძალიან მოსახერხებელია, როდესაც დაუგეგმავ ღონისძიებაზე სწრაფად მოახდენთ თქვენთვის საჭირო სავიზიტო ბარათის ფლაერის ან თუნდაც ბროშურის დამზადებას.

ციფრული ბეჭდვა ციფრული ბეჭდვა ციფრული ბეჭდვა

პოლიგრაფიული დიზაინი პოლიგრაფიული დიზაინი პოლიგრაფიული დიზაინი

03

პოლიგრაფიული დიზაინი

პოლიგრაფიული დიზაინი არის კომპლექსური სამუშაო საბეჭდი ფაილის მოსამზადებლად. რომელიც მოიცავს საერთო კონცეფციის შექმნას მაკეტის მომზადებისთვის და ასევე რედაქტირებისთვის ტექნიკური მონაცემებით რათა შემდეგ მოხდეს მომზადებული ფაილის გამოყენება დასაბეჭდათ.

დიზაინის შექმნისას აუცილებელია მასში ასახული იყოს ის საქმიანობა რითაც არის თქვენი კომპანია ბაზარზე დამკვიდრებული, ამისთვის დიზაინი უნდა იყოს მარტივად აღქმადი და გადმოსცემდეს კომპანიის შინაარსს.


04

დაკაბადონება

დაკაბადონება ეს არის გვერდებზე ტექსტური და გრაფიკული მასალის დაკომპლექტება ისე რომ შეიქმნას საბოლოო პროდუქტის მაკეტი.

დაკაბადონება არის ერთერთი აუცილებელი და არც თუ ისე მარტივი საფეხური ბეჭდვამდე და უმჯობესია თუ მას მივანდობთ გამოცდილ პროფესიონალებს.

ჩვენ შეგისრულებთ ნებისმიერი ტიპის წიგნის, გაზეთის და ჟურნალის დაკაბადონებას მოკლე დროში. მობრძანდეთ ჩვენთან გამომცემლობაში და დიზაინერთან ერთად შეათანხმეთ და მოამზადეთ თქვენთვის სასურველი წიგნის მაკეტი.

დაკაბადონება დაკაბადონება დაკაბადონება

საბეჭდი ფაილი საბეჭდი ფაილი საბეჭდი ფაილი

05

საბეჭდი ფაილი

წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, ფლაერების, სავიზიტო ბარათების, და სხვა პროდუქციის დაბეჭდვამდე აუცილებელია საბეჭდი ფაილის მომზადება.

დიზაინის მომზადების შემდეგ ეს არის აუცილებელი პროცედურა სანამ დავიწყებთ ბეჭდვას. საბეჭდი ფაილი მოიცავს ფერდაშლას, ჭრის ხაზების დაგეგმარებას და ფაილის მომზადებას სხვადასხვა ტიპის ბეჭდვისთვის იქნება ეს ოფსეტური თუ ცუფრული.

ჩვენ დაგიმზადებთ საბეჭდ ფაილებს მაღალი ხარისხით და მოკლე დროში.


06

სკანირება

სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მოიცავს ადამიანის საქმიანობის სულ უფრო მეტ სფეროს, აბსოლუტურად ლოგიკურია ციფრული ფორმატის ყველა უპირატესობის გამოყენება ბიზნეს საქმიანობაში.

ჩვენთან შეგიძლიათ დაასკანეროთ ფურცელზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, იქნება ეს სურათი, წიგნი, პროექტი თუ სხვა.

სკანირება არის საუკეთესო საშუალება გადაიტანოთ თქვენი მასალები ციფრულ მოწყობილობებზე თქვენთვის საჭირო გარჩევადობითა და ხარისხით.

სკანირება სკანირება სკანირება

კორექტურა და რედაქტირება კორექტურა და რედაქტირება კორექტურა და რედაქტირება

07

კორექტურა და რედაქტირება

წიგნის მომზადებისას შეიძლება დაშვებული იყოს ტექსტში სხვადასხვა სახის შეცდომები, რომელიც საჭიროებს რედაქტირებას და კორექტირებას.

ორივე ტერმინი გულისხმობს ტექსტთან მუშაობას, რომლის დანიშნულებაა ტექსტში შეცდომების გასწორება და მისი გაუმჯობესება.

საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შევამოწმებთ ტექსტში დარღვეულია თუ არა ენის სტილისტური, გრამატიკული, სიტყვიერი, ლოგიკური, ფაქტობრივი ნორმები და ამის შემდეგ მოხდება შეცდომების გამოსწორება.


08

ტექსტის აკრეფვა

თუ თქვენ გსურთ დიდი რაოდენობით ხელნაწერების გაციფრულება, ამაში ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან. გთავაზობთ ტექსტის აკრეფვას როგორც ხელნაწერიდან ასევე წიგნიდან.

ტექსტი იკრიფება "ბრმა ბეჭდვის" მეთოდით, რაც ამცირებს აკრეფის ვადებს და გამორიცხავს შეცდომებს.

ჩვენ ავკრიფავთ და ჩაგიწერთ ნებისმიერი სირთულის და შინაარსის ტექსტს თქვენთვის სასურველ ფორმატში. ჩვენ გთავაზობთ ამ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოს შესრულებას უმოკლეს დროში.

ტექსტის აკრეფვა ტექსტის აკრეფვა ტექსტის აკრეფვა

მაისურების ბრენდირება მაისურების ბრენდირება მაისურების ბრენდირება

09

მაისურების ბრენდირება

ბრენდირებული მაისური უნივერსალური გზაა კორპორატიული იდენტობის შესაქმნელად.

ბევრი კომპანია იყენებს მაისურების ბრენდირებას, რათა მათი კორპორატიული იდენტობა იყოს ცნობადი, მოიზიდოს მომხმარებლები და გაიზარდოს კომპანიის პრესტიჟი.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის ბრენდირებულ მაისურებს.

ბრენდირებული ტანსაცმელი უმარტივესი მეთოდია გაზარდოთ თქვენი კომპანიის პოპულარობა.


10

ჭიქების ბრენდირება

ბრენდირებული ჭიქა არის ეფექტური სარეკლამო ნაბიჯი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ როგორც კომპანიის ცნობადობა, ასევე პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობა.

ბრენდირებული ჭიქა გარეგნულად მიმზიდველი კორპორატიული საჩუქარია და აგრეთვე სარეკლამო პროდუქტი თქვენი საქმიანობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ჭიქებს სპეციალური ზედაპირით რომლებზეც შესაძლებელია დაიბეჭდოს თქვენთვის სასურველი დიზაინი სრული ფერების სპექტრით.

ჭიქების ბრენდირება ჭიქების ბრენდირება ჭიქების ბრენდირება

როლაპ ბანერი როლაპ ბანერი როლაპ ბანერი

11

როლაპ ბანერი

როლაპ ბანერი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენი პროდუქციის ან მომსახურების რეკლამისთვის.

ასეთი ტიპის რეკლამას შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს აუდიტორიას ღონისძიების ან კომპანიის შესახებ.

ეს არის სპეციალური სარეკლამო სტენდის კონსტრუქცია, რომელიც მისი მარტივი კონსტრუქციიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაშალოთ და გადაიტანოთ სხვა ადგილას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.


12

პოსტბეჭდვითი სამუშაოები

პოსტბეჭდვითი სამუშაოები არის პროდუქციის დამატებითი დამუშავების პროცესი, რაც იწვევს პროდუქციის გარეგნობის, ხარისხისა და გამძლეობის გაუმჯობესებას.

ჩვენ გთავაზობთ პოსტბეჭდვით სამუშაოებს როგორიცაა ლაქირება, კეცვა, ჭედურობა, ლამინირება, აკინძვა და სხვა.

ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ პროდუქციის ბეჭდვის შემდგომი დამუშავების ნებისმიერი სახის მომსახურება.

ჩვენი სტამბის სპეციალისტებს აქვთ დიდი გამოცდილება ყველა სახის პოსტბეჭდვითი სამუშაოების შესრულებაში.

პოსტბეჭდვითი სამუშაოები პოსტბეჭდვითი სამუშაოები პოსტბეჭდვითი სამუშაოები


ჩვენს შესახებ

თანამედროვე ცხოვრებაში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდბით ნაბეჭდ პროდუქციას. სარეკლამო ბუკლეტები, წიგნები, გაზეთები, ფლაერები, ჟურნალები, ეტიკეტები, სავიზიტო ბარათები და სხვა მრავალი, რომლის დათვლაც თითქმის შეუძლებელია.

ასე რომ მოთხოვნილება ნაბეჭდ პროდუქციაზე კერძოდ კი ტიპოგრაფიულ და პოლიგრაფიულ მომსახურებაზე ყოველ დღე იზრდება.

ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის ნაბეჭდ პროდუქციაზე – სურათის და ტექსტის სიწმინდე, ფერების მდგრადობა, გარჩევადობა და სიკაშკაშეზე, ასევე ბეჭდვის შესაძლებლობა ნებისმიერ ფორმატზე და ბეჭდვის სიჩქარეზე.

ყველა ამ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნაბეჭდი პროდუქცია იმის და მიუხედავად თუ რომელი ტექნოლოგიით მოხდება მისი დამზადება.

დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პოლიგრაფიული კომპანია არსებობს მაგრამ, ყველას არ შეუძლია მოგაწოდოთ ხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქცია დაბალ ფასად და დროის მოკლე პერიოდში.

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” უკვე თხუთმეტი წელია მოღვაწეობს საქართველოს მასშტაბით და მიეკუთვნება ისეთ ტიპოგრაფიულ კომპანიებს რომელთა ნაბეჭდი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს.

სტამბა “გამომცემლობა გრიფონი” გთავაზობთ ყველა სახის პოლიგრაფიულ მომსახურებას.

ჩვენ ვასრულებთ მიღებულ შეკვეთებს უმოკლეს დროში და ჩვენი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ხარისხის მაჩვენებლით.

ამის მისაღწევად ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი პირობა: პროფესიონალი სპეციალისტები, თანამედროვე დანადგარები და საპოხი მასალა.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ტიპოგრაფიული მომსახურების მთელ სპექტრს – დიზაინის შექმნა, დაკაბადონება, ტექსტის აკრეფვა და საბეჭდი ფაილების მომზადება.

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სერვისებს და მომსახურებებს უფრო დაწვრილებით ჩვენი ვებ-გვერდის სპეციალურ განყოფილებებში.

თუ თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ თუ რომელი პროდუქცია უმჯობესია თქვენი საქმიანობისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდის მეშვეობით და ჩვენი მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.


ხშირად დასმული კითხვები

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

სად მდებარეობს თქვენი დაწესებულება?

თბილისი. აკაკიწერეთლის გამზირი #72.

კვირის რომელ დღეებში მუშაობთ და რომელ საათამდე?

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

რამდენია მინიმალური ტირაჟი პროდუქციისთვის?

მინიმალური ტირაჟი ნებისმიერი პროდუქციისთვის ციფრული ბეჭდვის გამოყენებით არის ერთი.

შეიძლება ოფისში მოსვლა და დიზაინერთან ერთად მუშაობა საბეჭდ ფაილზე?

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან გამომცემლობაში სამუშაო საათებში და დიზაინერთან ერთად იმუშავოთ საბეჭდი ფაილის მოსამზადებლად.

რა დრო ჭირდება შეკვეთილი პროდუქციის დამზადებას?

დამზადების დრო დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე და პროდუქციის სახეობაზე, რომელსაც ზუსტად ჩვენი მენეჯერი გაგაცნობთ შეკვეთის მიღებისას.

თანხის გადახდა როგორ ხდება?

თანხის გადახდა შესაძლებელია პირდაპირი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე.

როგორი ხარისხის ნედლეულს იყენებთ პროდუქციის დასამზადებლად?

ჩვენი პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან რომელთა უმეტესობა არის იმპორტული.

ადგილზე მიტანის სერვისი თუ გაქვთ?

პროდუქციის ადგილზე მიტანისთვის უნდა შეათანხმოთ მენეჯერთან შეკვეთის დროს.

საქართველოს სხვა რეგიონებში თუ აგზავნით პროდუქციას?

პროდუქციის საქართველოს სხვა რეგიონებში გასაგზავნათ წინასწარ უნდა შეათანხმოთ ჩვენს მენეჯერთან.



საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი. აკაკიწერეთლის გამზირი #72

სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

მობილური: +995 551 938 777

ელ-ფოსტა: grifoni@inbox.ru

უფასო კონსულტაცია

შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით ან მითითებულ მობილურის ნომერზე და ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენთვის საუკეთესო პირობებს და ფასებს.


ადგილმდებარეობა